logo_geo
eng_logo
სოზარ სუბარი: უკრაინაში ომის დაწყების პირველი წუთიდან საქართველოს მიმართ ძალიან ბევრი შეურაცხმყოფელი, დაუსაბუთებელი და ცრუ ბრალდება გაისმა
- +

10 აპრილი. 2022. 20:38

 

 

უკრაინაში ომის დაწყების პირველი წუთიდან საქართველოს მიმართ ძალიან ბევრი შეურაცხმყოფელი, დაუსაბუთებელი და ცრუ ბრალდება გაისმა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, სოზარ სუბარმა „იმედის კვირას“ განუცხადა.

 

მან უკრაინის მაღალჩინოსნების მიერ გაკეთებულ განცხადებებზე ისაუბრა.

 

„ომის დაწყების პირველი წუთიდან ძალიან ბევრი შეურაცხმყოფელი, დაუსაბუთებელი და ცრუ ბრალდება გაისმა საქართველოს მიმართ და გაისმა ძალიან მაღალი თანამდებობის პირების მხრიდანაც. მათ შორის, როდესაც ქვეყნის პრეზიდენტი გამოდის და ამბობს, რომ ხალხი კარგია და ხელისუფლება არ არის კარგი - ასე შეგვიძლია გავიგოთ მისი სიტყვები; როდესაც ერთ-ერთი დეპუტატი გონჩარენკო პირდაპირ ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლება სამარცხვინოდ იქცევა“, - განაცხადა სუბარმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner