logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: ყველამ დაინახა რომ განცხადება კონტრაბანდასთან დაკავშირებით იყო სრული სიცრუე, რაც სწორედ „ნაცმოძრაობის“ ხელწერაა
- +

10 აპრილი. 2022. 20:38

 

 

ირაკლი კობახიძემ „იმედის კვირასთან“ უკრაინის დაზვერვის ბრალდებაზე კიდევ ერთხელ გააკეთა კომენტარი. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე უკრაინის მთავრობისა და „ნაციონალური მოძრაობის“ კავშირს უსვამს ხაზს და კონტრაბანდის შესახებ განცხადების მიზანსაც განმარტავს.

 

„ყველამ დაინახა რომ განცხადება კონტრაბანდასთან დაკავშირებით იყო სრული სიცრუე, რაც სწორედ „ნაცმოძრაობის“ ხელწერაა. აქაც იკითხება ეს ხელწერა ძალიან მარტივად. მთავარი მიზანი იყო ადგილობრივ დონეზე, საქართველოში მღელვარების გამოწვევა. იმდენად მიეჩვია უკვე საზოგადოება ასეთი ტიპის მცდარ განცხადებებს, რომ საერთოდ არავითარი რეაქცია არ მოჰყოლია. გათვლა იყო სხვა რამეზე - რომ საზოგადოებაში იქნებოდა განსხვავებული ემოციური ფონი და ისინი რაღაცნაირად მოახერხებდნენ სარგებლის მიღებას. თუმცა ეს გათვლა რეალურად მყარ არგუმენტებზე არ იყო დაფუძნებული და, შესაბამისად, მათ წარმატებას ვერ მიაღწიეს“, - განაცხადა კობახიძემ.

 

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განცხადებით, საქართველომ ვერ დაამტკიცა, რომ რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში არ ეხმარება. სუსმა უკრაინულ მხარეს მოუწოდა, დაუყოვნებლივ მიაწოდონ მათი ინფორმაციის დამადასტურებელი მტკიცებულებები. მანამდე უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარმა სამმართველომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთი სანქციების ქვეშ მოქცეული სამხედრო დანიშნულებისა და სხვა სახის პროდუქტის კონტრაბანდის არხებს ქმნის, რომელიც მათ შორის საქართველოს ტერიტორიაზე ქვეყნის ხელისუფლების თანხმობის საფუძველზე გაივლის.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner