logo_geo
eng_logo
შსს „დაკარგულ ბავშვებთან“ დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
- +

10 აგვისტო. 2016. 16:31



შინაგან საქმეთა სამინისტრო სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას,  ბავშვების დაკარგვასთან დაკავშირებით უარყოფს და აღნიშნულზე განცხადებას ავრცელებს:


შინაგან საქმეთა სამინისტრო უარყოფს სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს შიდა ქართლის რეგიონში გარკვეულ პირთა ჯგუფის მიერ მცირეწლოვანი ბავშვების მასობრივად დაკარგვისა და გატაცების ფაქტები არსებობს. შსს-ში ამ დრომდე მსგავსი შინაარსის არც ერთი შეტყობინება არ შესულა მოზარდების გატაცების შესახებ",- აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში და აქვე გამნარტავენ , რომ  სამართალდამცველების მიერ გადამოწმდა და არ დადასტურდა სხვადასხვა მედიასაშუალებით და სოციალური ქსელით გავრცელებული უკლებლივ ყველა ინფორმაცია.





 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner