შინაგან საქმეთა სამინისტრო სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას, ბავშვების დაკარგვასთან დაკავშირებით უარყოფს და აღნიშნულზე განცხადებას ავრცელებს:
„შინაგან საქმეთა სამინისტრო უარყოფს სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს შიდა ქართლის რეგიონში გარკვეულ პირთა ჯგუფის მიერ მცირეწლოვანი ბავშვების მასობრივად დაკარგვისა და გატაცების ფაქტები არსებობს. შსს-ში ამ დრომდე მსგავსი შინაარსის არც ერთი შეტყობინება არ შესულა მოზარდების გატაცების შესახებ",- აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში და აქვე გამნარტავენ , რომ სამართალდამცველების მიერ გადამოწმდა და არ დადასტურდა სხვადასხვა მედიასაშუალებით და სოციალური ქსელით გავრცელებული უკლებლივ ყველა ინფორმაცია.