logo_geo
eng_logo
ირინა ვენედიქტოვას თქმით, რუსეთის ჯარის გასვლის შემდეგ კიევის ოლქში 1 200-ზე მეტი ცხედარია აღმოჩენილი
- +

10 აპრილი. 2022. 20:49

 

 

უკრაინის გენერალური პროკურორის, ირინა ვენედიქტოვას თქმით, რუსეთის ჯარის გასვლის შემდეგ კიევის ოლქში 1 222 ცხედარია აღმოჩენილი. ამის შესახებ BBC წერს.

 

გამოცემის ინფორმაციით, უკრაინის მთავრობამ უკვე 5 600 საქმე გახსნა საომარი დანაშაულების გამოსაძიებლად, იდენტიფიცირებულია უკვე 500-ზე მეტი ეჭვმიტანილი.

 

ვენედიქტოვას თქმით, უკრაინულ მხარეს აქვს იმის მტკიცებულება, რომ ქალაქ კრამატორსკს სარკინიგზო სადგურზე ავიაიერიში, რის შემდეგადაც 50-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, სწორედ რუსეთმა განახორციელა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner