„იმედის კვირა“ პოპულარული უკრაინული ჯგუფის Океан Ельзи ლიდერს, სვიატოსლავ ვაკარჩუკს ამჯერად ბოროდიანკაში შეხვდა.
ვაკარჩუკის სურვილია, მთელ მსოფლიოს ანახოს, თუ რა ხდება დღეს უკრაინაში, რეალურად ფრონტის წინა ხაზზე. სურვილები და მოლოდინები კი ისევ ოპტიმისტური აქვს. მას ქართველებისთვის მადლობის თქმაც არ დავიწყნია.
„ეს ბრძოლა არაა, არამედ ეს სასაკლაოა და ეს ხალხი დახოცეს მხოლოდ იმიტომ, რომ მათ თავისუფალ და დამოუკიდებელ ქვეყანაში ცხოვრება. ეს ყველანაირ ახსნის მიღმაა. ამას არასდროს დავივიწყებთ და რუსეთს არასდროს ვაპატიებთ. ჩვენ ისევ ავაშენებთ ქალაქებს. ეჭვგარეშეა, ერთ დღეს ეს ადგილი ისევ იქნება მშვენიერი. ყოველთვის გვემახსოვრება, როგორი იყო ფასი, რომელიც ჩვენი თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში გადავიხადეთ.
მადლობა, საქართველოვ, თქვენი მხარდაჭერისთვის! ქართველი ხალხი ჩვენი მეგობარია და უკრაინელები მადლიერი ვართ ყველაფრისთვის, რასაც ჩვენთვის აკეთებთ“, - განაცხადა ვაკარჩუკმა.
როგორია უკრაინელების მიერ თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის გადახდილი ფასი და რუსული ჩექმის კვალი, ნახეთ „იმედის კვირის“ რეპორტაჟში კიევის ოლქიდან.