ავსტრიის კანცლერი კარლ ნეჰამერი მოსკოვში ჩავა, სადაც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შეხვდება. ამის შესახებ BBC მის პრესსპიკერზე დაყრდნობით წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ვიზიტის მიზანი უკრაინაში ომის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებების ხელშეწყობაა. ნეჰამერმა თავისი გადაწყვეტილების შესახებ ბერლინი, ბრიუსელი და უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გააფრთხილა. ნეჰამერი ზელენსკის დღეს, კიევში შეხვდა.