საფრანგეთის მოქმედი პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი და „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერი, მარინ ლე პენი საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გავიდნენ. შესაბამის მონაცემებს ფრანგული ტელეარხი BFMTV ავრცელებს.
საფრანგეთში საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 20:00 საათზე დაიხურა. წინასწარი მონაცემებით, ემანუელ მაკრონმა ამომრჩეველთა ხმების 28.5% მიიღო, ხოლო მარინ ლე პენმა - 24.2%.
ადგილობრივი დროით 17:00 საათის მდგომარეობით, ამომრჩეველთა აქტივობამ 65% შეადგინა, რაც 2002 წლიდან ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.
საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 24 აპრილს გაიმართება.