logo_geo
eng_logo
BFMTV: წინასწარი მონაცემებით, ემანუელ მაკრონი და მარინ ლე პენი საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გავიდნენ
- +

10 აპრილი. 2022. 22:17

 

 

საფრანგეთის მოქმედი პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი და „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერი, მარინ ლე პენი საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გავიდნენ. შესაბამის მონაცემებს ფრანგული ტელეარხი BFMTV ავრცელებს.

 

საფრანგეთში საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 20:00 საათზე დაიხურა. წინასწარი მონაცემებით, ემანუელ მაკრონმა ამომრჩეველთა ხმების 28.5% მიიღო, ხოლო მარინ ლე პენმა - 24.2%.

 

ადგილობრივი დროით 17:00 საათის მდგომარეობით, ამომრჩეველთა აქტივობამ 65% შეადგინა, რაც 2002 წლიდან ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

 

საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 24 აპრილს გაიმართება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner