logo_geo
eng_logo
გაერო: რუსეთის შეჭრის შემდეგ უკრაინა 4,5 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა
- +

10 აპრილი. 2022. 22:39

 

 

რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრისა და ომის დაწყების დღიდან უკრაინა 4,5 ადამიანმა დატოვა. ამის შესახებ BBC გაეროს დევნილთა სააგენტოზე (UNHCR) დაყრდნობით წერს.

 

UNHCR-ის ცნობით, ქვეყნიდან უკვე 4 503 954 ადამიანი წავიდა, მათი უმეტესობა - 2 593 902 ადამიანი, პოლონეთშია. ევროპაში დევნილთა ასეთი დიდი რაოდენობა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არ დაფიქსირებულა.

 

დევნილთა 90% ქალები და ბავშვები არიან. 18-60 წლის კაცებს უკრაინიდან გასვლა ეკრძალებათ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner