რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრისა და ომის დაწყების დღიდან უკრაინა 4,5 ადამიანმა დატოვა. ამის შესახებ BBC გაეროს დევნილთა სააგენტოზე (UNHCR) დაყრდნობით წერს.
UNHCR-ის ცნობით, ქვეყნიდან უკვე 4 503 954 ადამიანი წავიდა, მათი უმეტესობა - 2 593 902 ადამიანი, პოლონეთშია. ევროპაში დევნილთა ასეთი დიდი რაოდენობა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არ დაფიქსირებულა.
დევნილთა 90% ქალები და ბავშვები არიან. 18-60 წლის კაცებს უკრაინიდან გასვლა ეკრძალებათ.