ჩვენზე მეტი უკრაინისთვის შეიძლება ევროკავშირის წევრ რამდენიმე ქვეყანას ჰქონდეს გაკეთებული - საერთაშორისო დონეზე და ჰუმანიტარული დახმარების მხრივ, - ამის შესახებ საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილმა, გიორგი გამსახურდიამ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა. მან აღნიშნა, რომ ამ ფონზე უკრაინის დაზვერვის განცხადება კონტრაბანდის გატარების შესახებ შეურაცხმყოფელია.
„ეს შეურაცხყოფაა. ეს არ არის დეზინფორმაცია. იმის ფონზე, რასაც ქართული ხელისუფლება და მთავრობის თავმჯდომარე დღეის მდგომარეობით ამ მიმართულებით აკეთებს, უკრაინაში ჩვენი ზოგი კოლეგის მხრიდან ეს [განცხადებები] მინიმუმ შეურაცხყოფაა“, - განაცხადა გამსახურდიამ.