logo_geo
eng_logo
აშშ რუსეთს მოუწოდებს, ნადეჟდა სავჩენკო დაუყონებლივ გაათავისუფლოს
- +

8 მარტი. 2016. 12:43



აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ჯონ კერის განცხადებაში, რომელიც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა, ნათქვამია, რომ აშშ რუსეთს მოუწოდებს, უკრაინელი მფრინავი ნადეჟდა სავჩენკო დაუყონებლივ გაათავისუფლოს და უკრაინაში დააბრუნოს.



ღრმად ვარ შეშფოთებული უკრაინელი მფრინავის ნადია სავჩენკოს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, რომელიც პარასკევიდან საკვების და წყლის მიღებაზე უარს აცხადებს, რუსეთის ფედერაციის მიერ მისი პატიმრობაში დატოვების გასაპროტესტებლად.

 

უკვე 20 თვეზე მეტი გავიდა, რაც ის უკრაინის აღმოსავლეთში დააკავეს და რუსეთში გადაიყვანეს. არსებული ინფორმაციით, ამ პერიოდში მან დაკითხვები, იზოლატორში ყოფნა და იძულებითი ფსიქიატრიული ექსპერტიზები" გადაიტანა. მისი სასამართლო პროცესი და დაკავება იმის დემონსტრირებაა, რომ რუსეთი საერთაშორისო სტანდარტებსა და მინსკის შეთანხმებებით დაკისრებულ ვალდებულებებს პატივს არ სცემს.

აშშ კიდევ ერთხელ მოუწოდებს რუსეთს, დაუყონებლივ გაათავისუფლოს სავჩენკო და დააბრუნოს ის უკრაინაში", - ნათქვამია ჯონ კერის განცხადებაში.



უკრაინელ მფრინავს ბრალად ედება რუსი ჟურნალისტების მკვლელობა, რომლებიც უკრაინის ლუგანსკის ოლქში 2014 წლის ივნისში დაიღუპნენ. თავად სავჩენკო ყველა ბრალდებას უარყოფს.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner