logo_geo
eng_logo
გიორგი გამსახურდია: „ნაცმოძრაობის“ რიგები გაჯერებულია პუტჩისტებით - ეს ადამიანები დღეს სხვადასხვა ეთერში ექსპერტებად გვევლინებიან
- +

11 აპრილი. 2022. 01:59

 

 

ეს ადამიანები დღეს სხვადასხვა ეთერში ექსპერტებად გვევლინებიან და ჩვენს ქვეყანას გინდაც სამხედრო, გინდაც პოლიტიკურად გასავლელ გზას უსაზღვრავენ. უფრო მეტიც, ამ ყველაფერზე მენტორული ტონით გვესაუბრებიან“, - ამის შესახებ საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილმა, გიორგი გამსახურდიამ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

 

მან 9 აპრილის მოვლენა შეაფასა და აღნიშნა, რომ მისთვის 9 აპრილს ორმაგი დატვირთვა აქვს, რომელსაც მაშინდელი ახალგაზრდობის მნიშვნელოვანი ნაწილი შეეწირა. მისი თქმით, მათ მსხვერპლს უკვალოდ არ ჩაუვლია. 2 წლის შემდეგ ზვიად გამსახურდიამ სწორედ ამ დღეს, სიმბოლურად საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.

 

„იმ წუთიდან, რა წუთიდანაც საქართველოს დამოუკიდებლობა გამოცხადდა და უფრო ადრეც, როდესაც პროცესი შეუქცევადი გახდა, როდესაც კრემლმა და მის გარშემო კონსოლიდირებულმა ძალებმა ასე ვთქვათ „დაყნოსეს“, რომ საქართველოს დამოუკიდებლობა გარდაუვალი, შეუქცევადი პროცესია, დაიწყეს თავის სასარგებლო ადამიანების მოძიება, კავშირის დამყარება; ამ ადამიანების ეროვნულ მოძრაობაში ჩანერგვა და შემდეგ როდესაც ეროვნული მოძრაობა ხელისუფლებაში მოვიდა, ამ ხალხმა ხელისუფლებაში გადმოინაცვლა. სხვათა შორის, ხუმრობით ვამბობ-ხოლმე - დავიბადე და ამ ხალხს ვუყურებ და აი, სიბერეში შევდივარ და მაინც ამ ხალხს ვხედავ პოლიტიკაში“, - განაცხადა გიორგი გამსახურდიამ.

 

მისი თქმით, ახლახან ერთ-ერთ არხზე მიწვეული ჰყავდათ აკია ბარბაქაძე. გამსახურდიამ განაცხადა, რომ ეს პიროვნება მას 11-12 წლის იყო, როდესაც დაამახსოვრდა, რადგან თენგიზ კიტოვანი და მაშინდელი პრემიერ-მინისტრი თენგიზ სიგუა „მის გარეშე არ გადაადგილდებოდნენ“. მან ზემოთ აღნისნულის მაგალითდ ასევე დაასახელა გიორგი ბარამიძე და დევი ჭანკვეტაძე.

 

„ეს ადამიანები დღეს სხვადასხვა ეთერში ექსპერტებად გვევლინებიან და ჩვენს ქვეყანას გინდაც სამხედრო, გინდაც პოლიტიკურად გასავლელ გზას უსაზღვრავენ. უფრო მეტიც, ამ ყველაფერზე მენტორული ტონით გვესაუბრებიან. შესაძლოა, კიდევ ვინმე გამორჩა, მაგრამ „ნაცმოძრაობის“ რიგები გაჯერებულია ამ პუტჩისტებით“, - დასძინა გიორგი გამსახურდიამ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner