„მართვის სტრატეგიული ინსტიტუტის“ ხელმძღვანელი პეტრე მამრაძე ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო პრეზიდენტის ანატოლი ბიბილოვის ინიციატივას ეხმაურება, რუსეთთან მიერთების შესახებ რეფერენდუმის ჩატარების შესახებ. ამ თემაზე მამრაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ ისაუბრა.
„ბიბილოვს რა ინიციატივაც არ უნდა ჰქონდეს, ჯერ ახსენებს ამ ინიციატივას ცხინვალში მჯდომ კურატორს - სპეცსამსხურების წარმომადგენლებს. სხვათა შორის, იქ რუსეთის საელჩოც არის. შემდეგ მოსკოვიდან იღებენ მწვანე შუქს - გაკეთდეს ან არ გაკეთდეს. ამჟამად, რეფერენდუმი რომ გადაიტანეს, ეს რაღაცას ნიშნავს“, - განაცხადა მამრაძემ.