logo_geo
eng_logo
ჯონ ლენონის შვილმა უკრაინის მხარდასაჭერად Imagine საჯაროდ პირველად შეასრულა
- +

11 აპრილი. 2022. 02:06

 

 

ლეგენდარული Beatles-ის წევრის, ჯონ ლენონის შვილმა ჯულიანმა უკრაინის მხარდასაჭერად პირველად შეასრულა საჯაროდ მამის სიმღერა „Imagine“. კომპოზიცია მან ჯგუფ Extreme-ის წევრთან, ნუნო ბეტენკურტთან ერთად შეასრულა.

 

ამის ამსახველი ვიდეორგოლი ჯულიანმა სოციალურ ქსელებში გამოაქვეყნა, რითაც კამპანიას Stand Up for Ukraine შეუერთდა. ვიდეოს ლენონმა უკრაინაში მიმდინარე ომს წარმოუდგენელი ტრაგედია უწოდა.

 

„ყოველთვის ვამბობდი, რომ Imagine-ს მხოლოდ მსოფლიოს აღსასრულის შემთხვევაში ვიმღერებდი. მაგრამ ახლა ამ სიმღერის ტექსტი მსოფლიოში მშვიდობისკენ ჩვენს კოლექტიურ სწრაფვას ასახავს. იმიტომ რომ ამ სიმღერას გადავყავართ სივრცეში,ს ადაც სიყვარული და ერთიანობა, ერთი წამით მაინც, ჩვენი რეალობა ხდება. ეს სიმღერა სინათლეა გვირაბის ბოლოს“, - განაცხადა ლენონმა.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner