საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში ემანუელ მაკრონმა 27.6%, ხოლო ულტრამემარჯვენე მარინ ლე პენმა ხმების 23.4% მიიღო. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ფრანგული მედია წერს, რომ ლე პენი და მაკრონი საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში წამყვანი კანდიდატები არიან.
ამასთან, ამავე ინფორმაციის თანახმად, არჩევნების მეორე ტურში მაკრონს და ლე პენს შორის მცირე პროცენტული სხვაობა იქნება.
„მე არ მინდა საფრანგეთი, რომელიც ევროპას დატოვებს და ადგილს ქსენოფობები და პოპულისტები დაიკავებენ. ჰუმანური საფრანგეთი მინდა“, - აღნიშნა მაკრონმა საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ.
აღსანიშნავია, რომ საფრანგეთის პრეზიდენტობისთვის არჩევნებში 12 კანდიდატი იბრძოდა.
შეგახსენებთ, საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 24 აპრილს გაიმართება.