logo_geo
eng_logo
უკრაინის შსს: ოკუპანტებმა აღმოსავლეთ დონბასის რეგიონში შეტევა დაიწყეს
- +

11 აპრილი. 2022. 12:26

 

 

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა აღმოსავლეთ დონბასის რეგიონში შეტევა დაიწყეს. ამის შესახებ 11 აპრილს, უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველმა, ვადიმ დენისენკომ განაცხადა. ინფორმაციას CNN ავრცელება.

 

მისი თქმით, ამ ტერიტორიებზე რუსები სამხედრო ძალების შეგროვებასა და აღჭურვილობის განაწილებას კვლავ განაგრძობენ.

 

„ჩემი გადმოსახედიდან, ეს დიდი შეტევა [აღმოსავლეთ უკრაინაში] უკვე დაიწყო. რუსები თავიანთ ძალებს აგროვებენ. ისინი დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებში თავიანთი ჯარებისა და აღჭურვილობის გადანაწილებას აგრძელებენ“, - აღნიშნა ვადიმ დენისენკომ ნაციონალური ტელევიზიის ეთერში.

 

მან ასევე დასძინა, რომ უკრაინის სიდიდით მეორე ქალაქის, ხარკოვის დაბომბვა რუსმა ოკუპანტებმა ისევ გააგრძელეს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner