logo_geo
eng_logo
ზურაბ ქადაგიძე: ბუჩაში ჩასვლის მოწვევებს რომ არიგებდა, რადას სპიკერს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა ეგონა და მონიშნული ჰყავდა სოციალურ ქსელში...
- +

11 აპრილი. 2022. 12:40

 

 

„ჯერ კიდევ რამდენიმე დღის წინ, ბუჩაში ჩასვლის მოწვევებს რომ არიგებდა, რადას სპიკერს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა ეგონა ისევ და სწორედ ეს ადამიანი ჰყავდა მონიშნული სოციალურ ქსელში“, - წერს ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე Facebook-ზე.

 

მისი თქმით, თუნდაც ამ ელემენტალური სიყალბის გამო არავინ დაიჯერებს საქართველოში სტეფანჩუკის გულწრფელობას და უფრო მეტიც, საკითხისადმი ინტერესს.

 

„თქვენ გგონიათ, რომ სტეფანჩუკს ეკუთვნის საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მიმართ გამოხატული საყვედურის ტექსტი? თქვენ ფიქრობთ, რომ ქართული აფორიზმებით მოლაპარაკე პირი თავის მოსაზრებებს გამოხატავს? ნურას უკაცრავად... ჯერ კიდევ რამდენიმე დღის წინ, ბუჩაში ჩასვლის მოწვევებს რომ არიგებდა, რადას სპიკერს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა ეგონა ისევ და სწორედ ეს ადამიანი ჰყავდა მონიშნული სოციალურ ქსელში... აი, თუნდაც ამ ელემენტარული სიყალბის გამო არავინ დაიჯერებს საქართველოში სტეფანჩუკის გულწრფელობას და უფრო მეტიც, საკითხისადმი ინტერესს“, - წერს ზურაბ ქადაგიძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner