logo_geo
eng_logo
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ სამთავისში საბავშვო ბაღის რეაბილიტაციის სამუშაოები მიმდინარეობს
- +

11 აპრილი. 2022. 13:06

 

 

საბავშვო ბაღში მიმდინარე სამუშაოები მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ, პირველმა მოადგილემ დავით ქისიშვილმა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა აჩიკო გიგოლაშვილმა დაათვალიერეს.

 

პროექტის ფარგლებში  შეიცვალა მეორე სართულის ფანჯრები, მიმდინარეობს ჭერის მოწყობა და  ლესვითი სამუშაოებისათვის კედლების მომზადება.

 

პროექტს  შპს „მშნებელი“ ახორციელებს, რომლის ღირებულება   326 001 ლარია და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.

 

„სოფელ სამთავისის საბავშვო ბაღის შენობას დღემდე მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები არ ჩატარებია. ახალის მშენებლობების პარალელურად, ჩვენ ვგეგმავთ და ვახორციელებთ მოქმედი ბაღების სარემონტო სამუშაოებს. 2021 და 2022 წლებში 4 ახალი საბავშვო  ბაღი ავაშენეთ, ამჟამად კი 2 საბავშვო ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ვახორციელებთ“, - აღნიშნა ვახტანგ მაისურაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner