logo_geo
eng_logo
თამაზ მეჭიაური: ვწუხვარ, რომ მარგველაშვილის პრეზიდენტად არჩევაში მეც მივიღე მონაწილეობა
- +

10 აგვისტო. 2016. 16:55



„თავის გასამართლებლად პრეზიდენტი იყენებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის არქონას",- ამ სიტყვებით აფასებს პარტია „თამაზ მეჭიაური - ერთიანი საქართველოსთვის" ლიდერი თამაზ მეჭიაური პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის გადაწყვეტილებას ქორწინების რეფერენდუმის არჩატარებასთან დაკავშირებით.

 

მეჭიაური „რეპორტიორთან" საუბარში მწუხარებას გამთქვამს, რომ მარგველაშვილის პრეზიდენტობის კანდიდატურას რამდენიმე წლის წინ მხარი დაუჭირა.



„პრეზიდენტის გადაწყვეტილება არის ცინიკური. თავის გასამართლებლად პრეზიდენტი იყენებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის არქონას.  ეს არის შედეგი იმის, რომ თავის დროზე ბიძინა ივანიშვილის პატივისცემის ნიშნად მარგველაშვილი აირჩიეს პრეზიდენტად, რომელშიც სამწუხაროდ მეც მივიღე მონაწილეობა და ამისთვის ბოდიშს ვუხდი ჩვენს მოსახლეობას.

 

მარგველაშვილი მიიჩნევს, რომ მას არანაირი ვალდებულება არ აკისრია მოსახლეობის წინაშე. პრეზიდენტი ასრულებს იმ დავალებას, რომელიც მას მისცეს ამერიკელებმა, რამეთუ ამერიკელებმა ცალსახად განაცხადეს, რომ ერთნაირ სქესიანთა ქორწინება არის გამარჯვება.

 

მოვუწოდებ ჩვენს მოსახლეობას, რომ უკვე მოახლოვებულ საპარლამენტო არჩევნებში აღარ დაუშვან იგივე შეცდომა და გადაწყვეტილება პირადი შეხედულებიდან მიიღონ. მოსახლეობამ გადაწყვიტოს დავრჩეთ მონობაში, თუ ჩვენ გვინდა რეალურად ისეთი ხელისუფლება, რომელიც მხოლოდ ჩვენი მოსახლეობის წინაშე იქნება ანგარიშვალდებული?",- განაცხადა მეჭიაურმა.

 

 

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner