ფეისბუქ-მომხმარებელი ლაშა გეგეჭკორი სოციალურ ქსელში „ნაცებს“ მიმართავს:
„დღეს, გორში 18 წლის წინ მოკლული ბავშვის ცხედარი აღმოაჩინეს. 18 წლის წინ იყო 2004 წელი.
საქართველოს შს მინისტრი/ები 2004 წელს:
2003 წლის 25 ნოემბერი-2004 წლის 7 ივნისი - გიორგი ბარამიძე.
2004 წლის 7 ივნისი-2004 წლის 17 დეკემბერი - ირაკლი ოქრუაშვილი.
2004 წლის 18 დეკემბერი-2012 წლის 4 ივლისი - ვანო მერაბიშვილი.
ნაცებო! იმ წელს, როდესაც ბავშვი მოკლეს, სამი მინისტრი გყავდათ და საქმე ვერ გახსენით…
ზუგდიდში ბანკის გაძარცვის საქმეზე პირი იძებნება, 1.5 წელია გასული და ყოველდღე ახსენებთ ამას შს მინისტრ გომელაურს.
დღეს რატომ ხართ ჩუმად, რატომ არ ახსენებთ იმ თქვენს სამ მინისტრს, განსხვავებას ვერ ხედავთ საქმის სიმძიმეში, თქვე არასწორებო?!“ - წერს ლაშა გეგეჭკორი.