logo_geo
eng_logo
გიორგი ამილახვარი: ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადზე საპასუხოდ კითხვარის მიღება არის დასაწყისი იმ დიდი ისტორიული პროცესის, რომელსაც ჰქვია ევროკავშირის სრულყოფილი წევრობა
- +

11 აპრილი. 2022. 15:13

 

 

„ეს (ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადზე საპასუხოდ კითხვარის მიღება) არის დასაწყისი იმ დიდი ისტორიული პროცესის, რომელსაც ჰქვია ევროკავშირში სრულყოფილი წევრობა“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიორგი ამილახვარმა.

 

„თანამშრომლობა მიდის ინტენსიურ რეჟიმში ევროკავშირის წარმომადგენლებთან და კოლეგებთან. ჩვენ ძალიან დიდი იმედი გამაქვს, რომ ეს პროცესი ძალიან მალე დასრულება ქვეყნის გამარჯვებით, რაც ნიშნავს ევროკავშირის სრულფასოვან წევრობას“, - აღნიშნა ამილახვარმა.

 

საქართველომ ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადზე საპასუხოდ კითხვარი მიიღო.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner