logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძე: კითხვარის გადმოცემა დასტურია იმისა, რომ საქართველოს დიდი ხანია არჩეული აქვს თავისი მომავალი და ეს არის ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრობა
- +

11 აპრილი. 2022. 15:16

 

 

„კითხვარის გადმოცემა დასტურია იმისა, რომ საქართველოს დიდი ხანია არჩეული აქვს თავისი ხვალინდელი დღე, მომავალი და ეს არის ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრობა“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

 

იგი საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადზე საპასუხოდ კითხვარის გადმოცემის საკითხს გამოეხმაურა. მისი თქმით, აღნიშნული ფაქტი იმ პოზიტიური ისტორიის გაგრძელებაა, რასაც საქართველოს მის ევროპულ ოჯახში დაბრუნება ჰქვია.

 

„დღეს ისტორიული დღეა. კითხვარი, რომელიც უნდა შეივსოს, ერთი მხრივ, ვიღაცას შესაძლოა, მხოლოდ ფორმალურ დოკუმენტად მოეჩვენოს, მაგრამ ეს არის ერთ-ერთი შემდეგი საფეხური საქართველოს ევროპაში ინტეგრაციის გზაზე, რომელსაც ჩვენ წარმატებით მივყვებით. ყველა აღიარებს, ვინც ობიექტურად ამ საკითხთან დაკავშირებით განცხადებებს აკეთებს, რომ ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული საკითხების შესრულებაში საქართველო მოწინავეა.

 

ვფიქრობ, ეს ერთ-ერთი პოზიტიური ნაბიჯია იმ გზაზე, რასაც საქართველოს ევროპაში ინტეგრაცია ჰქვია. დასტურია იმისა, რომ საქართველოს დიდი ხანია არჩეული აქვს თავისი ხვალინდელი დღე, მომავალი და ეს არის ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრობა“, - განაცხადა მდინარაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner