logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძე: მიყენებული შეურაცხყოფის უკან წაღებულ ერთ სიტყვას მაინც თუ მივიღებთ, პარლამენტის თავმჯდომარე მზად არის, ჩავიდეს დელეგაციასთან ერთად უკრაინაში
- +

11 აპრილი. 2022. 15:17

 

 

„მიყენებული შეურაცხყოფის უკან წაღებულ ერთ სიტყვას მაინც თუ მივიღებთ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე მზად არის, ჩავიდეს დელეგაციასთან ერთად უკრაინაში“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

 

„არანაირი პრობლემა არაა, იზოლაციის ვადაც 2-3 დღეში დასრულდება. უამრავი ბინძური სპეკულაციის მიუხედავად, არანაირი პრობლემა მას წასვლაზე არ აქვს და არც ოდესმე ჰქონია. აქ აუცილებლად უნდა ვთქვათ, რომ ამ დელეგაციის შემადგენლობაში შეუძლიათ შესვლა ოპოზიციონერ დეპუტატებსაც. თუ პასუხი არ იქნება, ან როგორი იქნება - წინასწარ ნუ ვიმარჩიელებთ. უბრალოდ, არ შეიძლება, რომ ამ ფონზე კითხვებიც კი არ გვქონდეს და უაპელაციოდ ვიღებდეთ რაღაც გადაწყვეტილებებს“, - აცხადებს მდინარაძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner