„უბინძურესია ის შეურაცხყოფა, რასაც „ტვ პირველი“ და ნონა მამულაშვილი აყენებენ შალვა პაპუაშვილს. „ტვ პირველს“ ვურჩევ, რომ მსგავსი სიბინძურე აღარ ჩაიდინოს, რადგან ეს მათზე მეტყველებს. ვისაც თავის დროზე „პამპერსები“ სჭირდებოდა, მიხეილ სააკაშვილისთვის მიგეწოდებინათ“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
„პერფორმანსისთვის ასეთი სიბინძურის კადრება უბრალოდ არ შეიძლება. ეს დროც გადაივლის და გულწრფელად მგონია, რომ შეგრცხვებათ თქვენი თითოეული ნაბიჯის და იმ სიბინძურის, რასაც ახლა აკეთებთ ერთწუთიანი პიარისთვის. აყენებთ შეურაცხყოფას თქვენს ინსტიტუტებს, ამ ინსტიტუტის ხელმძღვანელს და საკუთარ სამშობლოს. ეს ყველაზე ცუდი და დამაზიანებელია. წარმოუდგენელია, პარლამენტის წევრს მოგაფიქრდეს პარლამენტის თავმჯდომარის ასეთი შეურაცხყოფა“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.