ქორწინების საკითხზე რეფერენდუმის ჩატარების საინიციატივო ჯგუფის და პარტია „თამაზ მეჭიაური - ერთიანი საქართველოსთვის" წევრმა სანდრო ბრეგაძემ „ინტერპრესნიუსს" განუცხადა, რომ საინიციატივო ჯგუფი საქართველოს პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვებას იწყებს.
ბრეგაძის თქმით, 10 აგვისტოს 15:00 საათზე გაიმართა საინიციატივო ჯგუფის ყრილობა, ხოლო 17:00საათზე გაკეთდება ერთობრივი განცხადება, სადაც მოთხოვნა დაფიქსირება.
„17:00 საათზე, მოძრაობა "ეროვნულების" ოფისში გაიმართება საინიციატივო ჯგუფის გაფართოებული შეხვედრა, სადაც გადაწყდება ჩვენი მოქმედებების უახლოესი გეგმა. ეს გეგმა იქნება ეფექტური და რადიკალური. ჩვენ მოვითხოვთ, გიორგი მაგველაშვილის, როგორც არალეგიტიმური პრეზიდენტის გადადგომას," - განაცხადა სანდრო ბრეგაძემ
ბრეგაძემ აღნიშნა, რომ მიზნის მიღწევა და მარგველაშვილის გადაყენება მოხდება, როგორც სამართლებრივი მექანიზმებით, ასევე საპროტესტო აქციებით.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა ქორწინების საკითხზე რეფერენდუმის დანიშვნაზე უარი განაცხადა.