logo_geo
eng_logo
სანდრო ბრეგაძე: მოვითხოვთ, გიორგი მაგველაშვილის, როგორც არალეგიტიმური პრეზიდენტის გადადგომას
- +

10 აგვისტო. 2016. 17:05



ქორწინების საკითხზე რეფერენდუმის ჩატარების საინიციატივო ჯგუფის და პარტია „თამაზ მეჭიაური - ერთიანი საქართველოსთვის"  წევრმა სანდრო ბრეგაძემ  „ინტერპრესნიუსს" განუცხადა, რომ საინიციატივო ჯგუფი საქართველოს პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვებას იწყებს.


ბრეგაძის თქმით, 10 აგვისტოს 15:00 საათზე გაიმართა საინიციატივო ჯგუფის ყრილობა, ხოლო 17:00საათზე გაკეთდება ერთობრივი განცხადება, სადაც მოთხოვნა დაფიქსირება.


„17:00 საათზე, მოძრაობა "ეროვნულების" ოფისში გაიმართება საინიციატივო ჯგუფის გაფართოებული შეხვედრა, სადაც გადაწყდება ჩვენი მოქმედებების უახლოესი გეგმა. ეს გეგმა იქნება ეფექტური და რადიკალური. ჩვენ მოვითხოვთ, გიორგი მაგველაშვილის, როგორც არალეგიტიმური პრეზიდენტის გადადგომას," - განაცხადა სანდრო ბრეგაძემ


ბრეგაძემ აღნიშნა, რომ მიზნის მიღწევა და მარგველაშვილის გადაყენება მოხდება, როგორც სამართლებრივი მექანიზმებით, ასევე საპროტესტო აქციებით.


შეგახსენებთ,  რომ საქართველოს პრეზიდენტმა ქორწინების საკითხზე რეფერენდუმის დანიშვნაზე უარი განაცხადა.




 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner