logo_geo
eng_logo
წელს ბათუმში ოთხი ახალი საბავშვო ბაღი შევა ექსპლუატაციაში
- +

11 აპრილი. 2022. 17:44

 

 

ბაგრატიონის ქუჩაზე ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. სამუშაოები დღეს ბათუმის მერმა, არჩილ ჩიქოვანმა დაათვალიერა.

 

სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად შენდება, რომელიც 300-მდე ბავშვზეა გათვლილი. გარდა შიდა ინფრასტრუქტურისა, კეთილმოეწყობა ეზო და დამონტაჟდება საბავშვო ატრაქციონები.

 

ამ ეტაპისთვის მიმდინარეობს შენობის საძირკვლის მოწყობის სამუშაოები. საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარე წლის ოქტომბერში უნდა დასრულდეს. პროექტის ღირებულება 2 მილიონ 574 ათას ლარს შეადგენს.

 

„წარმატებით მიმდინარეობს ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა ბაგრატიონის  ქუჩაზე, რომელიც 300-მდე აღსაზრდელზეა გათვალისწინებული.

 

დამატებით კიდევ ორი ახალი ბაღი შენდება ქათამაძისა და მეზღვაურთა ქუჩებზე.

 

საბავშვო ბაღების მშენებლობა, პირველ რიგში, იმ უბნებში დაიგეგმა, სადაც მოთხოვნა განსაკუთრებით დიდი იყო.

 

მნიშვნელოვანია, რომ წელს ოთხი ახალი ბაღი შევა ექსპლუატაციაში“, - განაცხადა არჩილ ჩიქოვანმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner