„საქართველოს აქვს ხელშესახები პროგრესი ევროკავშირში ინტეგრაციასთან დაკავშირებით“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ხელისუფლება უზრუნველყოფს ინფორმაციის, გამოცდილებასა და რჩევების მაქსიმალურ კონსოლიდაციას, რათა კითხვარი დროულად და ხარისხიანად შეავსოს.
„ხელისუფლება უზრუნველყოფს ჩვენ ხელთ არსებული ინფორმაციის, ასევე გამოცდილებასა და რჩევების მაქსიმალურ კონსოლიდაციას, რომ საქართველომ ეს კითხვარი დროულად, ობიექტურად და ხარისხიანად შეავსოს და გააგზვნოს. ნაბიჯები, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ საზოგადოების მხარდაჭერით წინა წლების განმავლობაში გადადგა, როდესაც ჩვენი ხელისუფლების პირობებში მივიღეთ ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერის შანსი, როდესაც მივიღეთ უვიზო რეჟიმი ევროპასთან, როდესაც ხელი მოვაწერეთ თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულებას, როდესაც გავაკეთეთ უკვე განაცხადი კანდიდატის სტატუსზე, ეს მიუთითებს, რომ მრავალწლიანი სამუშაო სწორად ვითარდება. საქართველოს აქვს ხელშესახები პროგრესი ევროკავშირში ინტეგრაციასთან დაკავშირებით“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.