„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, ტრადიციულად, როგორც აქამდე, მომავალშიც გავაგრძელებთ ჩვენს პარტნიორებთან ორმხრივ ფორმატში აქტიურად მუშაობას, ეს ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილია და მომავალში აუცილებლად გაგრძელდება“, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა ლუქსემბურგში.
„თუმცა როდესაც ვსაუბრობთ ჩვენი პარტნიორებისა და ევროკავშირის მხრიდან პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზე, დღევანდელი დღეს არის იმის კარგი მაგალითი, რომ საქართველო ევროკავშირისთვის კვლავ სანდო პარტნიორად რჩება და ეს პროცესი მომავალშიც გაგრძელდება. სწორედ ეს არის პოლიტიკური გზავნილი ჩვენი პარტნიორების მხრიდან, რომ საქართველო აგრძელებს ამ ძალიან მნიშვნელოვან პროცესში მონაწილეობას და ძალიან მალე ჩვენ გვექნება კონკრეტული, ხელშესახები შედეგები“, - აღნიშნა ილია დარჩიაშვილმა.
ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე საქართველოს კითხვარი გადაეცა.