logo_geo
eng_logo
გიორგი ვოლსკი: გეგონება „ნაციონალური მოძრაობის“ ექსკლუზივია უკრაინაში არსებული მდგომარეობა
- +

11 აპრილი. 2022. 18:36

 

 

„დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმაც თქვა ბიუროზე, მივესალმებითო [საპარლამენტო უმრავლესობის უკრაინაში ჩასვლის სურვილს], გეგონება, მათი ექსკლუზივია უკრაინაში არსებული მდგომარეობა და გეგონება ეს მხოლოდ შალვა პაპუაშვილს ეხება და ორი ადამიანის კინკლაობა იყოს. რეალურად სულ სხვა მდგომარეობაა“, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ „ქრონიკაში“, საპარლამენტო უმრავლესობის უკრაინაში შესაძლო ვიზიტზე საუბრისას განაცხადა.

 

„შალვა პაპუაშვილს გადაწყვეტილება - ჩავიდეს თუ არა უკრაინაში, ჩემი აზრით უნდა იყოს გარკვეული წინასწარ. უშველებელი ტრაგედია ტრიალებს დღეს უკრაინაში და ამის იმ რაკურსზე გადაყვანა, რომ თითქოს ჩვენ „ნაცმოძრაობის“ სპექტრში უნდა გავიაროთ და დავივიწყოთ რა შეურაცხყოფა მიიღო საქართველომ და არა შალვა პაპუაშვილმა ან გია ვოლსკიმ ან ნებისმიერმა... ამას შეურაცხყოფაც აღარ ჰქვია. ამას ჰქვია დარტყმა, რომელიც დაუმსახურებლად მიადგა ქვეყანას, რომელიც მყარად დგას პოლიტიკურ პოზიციაზე და ჰუმანიტარულ თემასთან დაკავშირებით აღარ გავაგრძელებ საუბარს, პირველი ნომერი ვართ მსოფლიოში“, - განაცხადა ვოლსკიმ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner