ხორვატიის ხელისუფლება რუსეთის საელჩოს 24 თანამშრომელს, მათ შორის 18 დიპლომატს ქვეყნიდან აძევებს. ამის შესახებ ხორვატიის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს.
ხორვატიის საგარეო უწყებაში განაცხადეს, რომ რუსეთის ელჩი დაიბარეს პროტესტის ნიშნად უკრაინაზე განხორციელებული სასტიკი აგრესიისა და იქ ჩადენილი მრავალი დანაშაულის გამო.
„რუსულ მხარეს ეცნობა ზაგრებში რუსეთის ფედერაციის საელჩოს ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალის შემცირების შესახებ“, - აღნიშნულია განცხადებაში.