„რუსეთმა თითქმის დაასრულა მზადება აღმოსავლეთ უკრაინაში შეტევითი ოპერაციისთვის და უახლოეს დროში შეუძლია დაიწყოს აქტიური საბრძოლო მოქმედებები“, - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს.
„ჩვენი ინფორმაციით, მტერი გადავიდა ქვედანაყოფების აღდგენის დასრულებისა და დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებში გადაყვანის ფაზაში. ჩვენი პროგნოზით, ამ ტერიტორიებზე აქტიური საომარი მოქმედებები უახლოეს დროში დაიწყება. უკრაინის არმია ამისთვის მზად არის. ჩვენ ვერ ვიწინასწარმეტყველებთ, როდის მოხდება ეს რეალურად. არსებობს ცნობები დასავლური წყაროებიდან. ამავდროულად, მტერმა თითქმის დაასრულა მზადება შეტევითი ოპერაციისთვის“, - აღნიშნა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ალექსანდრე მოტუზიანიკმა.