logo_geo
eng_logo
გიორგი კვირიკაშვილი: პოლიტიკური შეფასებებისგან თავს შევიკავებ
- +

10 აგვისტო. 2016. 17:39



დეპუტატების, ეკა ბესელიასა და გედევან ფოფხაძის მიერ გავრცელებულ მიმართვას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გამოეხმაურა. როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ეჭვის საბაბი ყველას აქვს, რადგან ყველასთვის ცნობილია მეთოდები, რომლითაც  ქვეყნის მართვა ხდებოდა.


კვირიკაშვილის თქმით, ვინაიდან აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს, მის დასრულებამდე სხვა პოლიტიკურ შეფასებას ვერ გააკეთებს.


„ამ განცხადებას გავეცანი. იქ არის აღწერილი მთელი ეს პროცესი, ის ალიაქოთი, რაც იყო ატეხილი - მინდა ვთქვა, რომ ძალიან სამწუხარო. მე ვარ პარტიის ლიდერი, მაგრამ ამავე დროს ვარ პრემიერ-მინისტრი და ვინაიდან, ჯერჯერობით გამოძიება მიმდინარეობს, პოლიტიკური შეფასებებისგან თავს შევიკავებ. ისე, რა თქმა უნდა, ეჭვის საბაბი ყველას აქვს, იმიტომ რომ მეთოდები, რომლითაც ხდებოდა ქვეყნის მართვა, ყველასთვის ცნობილია", - განაცხადა კვირიკაშვილმა. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner