თეთრი სახლი არ გეგმავს აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის უკრაინაში გამგზავრებას მას შემდეგ, რაც მისი ბრიტანელი კოლეგა კიევში ჩავიდა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.
„ჩვენ ამჟამად არ ვგეგმავთ შეერთებული შტატების პრეზიდენტის უკრაინაში გამგზავრებას“, - აღნიშნა თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ჯენ ფსაკიმ.
9 აპრილს, ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი, ბორის ჯონსონი კიევს ეწვია და პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად დაათვალიერა დედაქალაქის ქუჩები. ევროკავშირის ხელმძღვანელი ურსულა ფონ დერ ლაიენი ასევე ეწვია კიევსა და ბუჩას.
ჯენ ფსაკის თქმით, აშშ-ის პრეზიდენტის ვიზიტზე უფრო მნიშვნელოვანი იარაღის მიწოდება და მხარდაჭერაა.
„უკრაინის ხელმძღვანელობისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ჩვენ ვაჩქარებთ იარაღის მიწოდებას და მათ ვუწევთ საჭირო დახმარებას. ეს არის ის, რაზეც ჩვენი ყურადღებაა გამახვილებულია“, - აღნიშნა მან.