logo_geo
eng_logo
პოლონეთის პრემიერი: სანქციებმა სუსტი ვაქცინასავით იმოქმედა - ამ ეტაპზე სანქციებმა არათუ არ შეაჩერა პუტინის სამხედრო მანქანა, არამედ გარკვეულწილად გააძლიერა რუსეთში გარკვეული ეკონომიკური პროცესები
- +

11 აპრილი. 2022. 23:54

 

 

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, მატეუშ მორავეცკიმ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციებმა სუსტი ვაქცინასავით იმოქმედა და გარკვეულწილად დააჩქარა რუსეთში გარკვეული ეკონომიკური პროცესები.

 

„სანქციების მოქმედება ძალიან სუსტი ვაქცინის მოქმედებას შეიძლება შევადაროთ. სანქციებმა ამ ეტაპზე არათუ არ შეაჩერა პუტინის სამხედრო მანქანა, არამედ გარკვეულწილად გააძლიერა რუსეთში მიმდინარე გარკვეული ეკონომიკური აქტივობები“, - აღნიშნა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა.

 

მატეუშ მორავეცკის თქმით, "სიკეთისა და ბოროტების ბრძოლის ველზე არ უნდა იყოს ნეიტრალური განწყობები.

 

„ყველას უნდა გავაგებინოთ, ვინც ჯერ კიდევ ეჭვობს, რომ ვერაფერზე შეთანხმდები ისეთ სასტიკ რეჟიმთან, როგორიც მოსკოვის ფაშისტური რეჟიმია. საჭიროა სანქციების გამკაცრება, რათა მოსკოვი იძულებული გახდეს, თავისი პოზიცია შეცვალოს“, - აღნიშნა მატეუშ მორავეცკიმ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner