logo_geo
eng_logo
საფრანგეთის ხელისუფლებამ დიპლომატიურ საფარქვეშ მოქმედი ექვსი რუსი ჯაშუში ქვეყნიდან გააძევა
- +

11 აპრილი. 2022. 23:54

 

 

საფრანგეთის ხელისუფლებამ დიპლომატიურ საფარქვეშ მოქმედი ექვსი რუსი ჯაშუში ქვეყნიდან გააძევა. ინფორმაციას ამის შესახებ ფრანგული მედია ავრცელებს.

 

საფრანგეთის საგარეო უწყებაში განაცხადეს, რომ საფრანგეთმა ექვსი რუსი ჯაშუშის გაძევება გადაწყვიტა, რომელთა საქმიანობა საფრანგეთის ეროვნულ ინტერესებს ეწინააღმდეგებოდა.

 

„ძალიან ხანგრძლივი გამოძიების შემდეგ, შიდა უსაფრთხოების მთავარმა სამმართველომ (DGSI) კვირას, 10 აპრილს ფარული ოპერაცია გამოავლინა, რომელიც რუსეთის სპეცსამსახურების მიერ ჩვენს ტერიტორიაზე ჩატარდა. ექვსი რუსი აგენტი, რომლებიც დიპლომატიურ საფარქვეშ მოქმედებდნენ, პერსონა ნონ გრატად გამოცხადდნენ“, - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner