საფრანგეთის ხელისუფლებამ დიპლომატიურ საფარქვეშ მოქმედი ექვსი რუსი ჯაშუში ქვეყნიდან გააძევა. ინფორმაციას ამის შესახებ ფრანგული მედია ავრცელებს.
საფრანგეთის საგარეო უწყებაში განაცხადეს, რომ საფრანგეთმა ექვსი რუსი ჯაშუშის გაძევება გადაწყვიტა, რომელთა საქმიანობა საფრანგეთის ეროვნულ ინტერესებს ეწინააღმდეგებოდა.
„ძალიან ხანგრძლივი გამოძიების შემდეგ, შიდა უსაფრთხოების მთავარმა სამმართველომ (DGSI) კვირას, 10 აპრილს ფარული ოპერაცია გამოავლინა, რომელიც რუსეთის სპეცსამსახურების მიერ ჩვენს ტერიტორიაზე ჩატარდა. ექვსი რუსი აგენტი, რომლებიც დიპლომატიურ საფარქვეშ მოქმედებდნენ, პერსონა ნონ გრატად გამოცხადდნენ“, - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.