„ომი წააგო მაღალმა პოლიტიკურმა სამხედრო ხელმძღვანელობამ, თორემ ჯარისკაცებმა გმირობის სასწაული მაგალითები გვიჩვენეს. სამწუხაროდ, ისეთი გენერლები გვყავდა, რომლებიც ბრძოლის ველიდან ლაჩრებივით გარბოდნენ, რომლებმაც 42ე ბრიგადის დაღუპვა განაპირობეს. საკითხავია, ვის კისერზეა 42ე ბატალიონის დაღუპვა?",- ამ სიტყვებით აფასებს „ახალ თაობასთან" სამხედროპოლიტიკური და უსაფრთხოების საკითხების ექსპერტი ვახტანგ მაისაია 2008 წლის 8 აგვისტოს ომს.
მაისაიამ ასევე აღნიშნა, რომ ტრისტან წითელაშვილის შესახებ განცხადებები, საიდუმლო ობიექტზე წითელაშვილის შესვლასთან დაკავშირებით სასაცილოა.
„ეს იმდენად კურიოზული, სასაცილო და თითიდან გამოწოვილი ამბავია, შეიძლება კომედიური ჟანრის ფილმი, მაგალითად, „იდიოკრატია3" გადაიღო. ამას სრული პასუხისმგებლობით ვამბობ.
აბსურდი და სისულელეა, რაც მოჩმახა "ნაცმოძრაობის" ზოგიერთმა მომხრემ, მხარდამჭერმა, საინფორმაციოპოლიტიკურმა სუბიექტმა, რომლებიც თვითონ არიან დამნაშავეები და სამშობლოს მოღალატეები. საინტერესო მომენტია, ისინი სხვას აბრალებენსამშობლოს ღალატს. მიკვირს დღევანდელი ხელისუფლების, რომ ამ სისულელეებს აჰყვა.
იმდენად საფუძველმოკლებული განცხადებებია, რომ ამაზე ყურადღების გამახვილება დროის ფუჭად კარგვაა.
ყოფილი ე.წ. გენშტაბის უფროსი, თვითონ კრიმინალი და დამნაშავეა. ჯერჯერობით, მისთვის ბრალი არავის მოუხსნია, ე.წ. გენერალი გიგი კალანდაძე ისეთ სისულელეებზე ლაპარაკობს, არ მიკვირს, საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა, სამწუხაროდ, ომი რომ წააგეს. უფრო ზუსტად, ომი წააგო მაღალმა პოლიტიკურმა სამხედრო ხელმძღვანელობამ, თორემ ჯარისკაცებმა გმირობის სასწაული მაგალითები გვიჩვენეს. სამწუხაროდ, ისეთი გენერლები გვყავდა, რომლებიც ბრძოლის ველიდან ლაჩრებივით გარბოდნენ, რომლებმაც 42ე ბრიგადის დაღუპვა განაპირობეს. საკითხავია, ვის კისერზეა 42ე ბატალიონის დაღუპვა? იმაზე ისაუბრონ, სამხედრო პოლიტიკური ხელმძღვანელობა იმდენად უსუსური და უმწეო როგორ აღმოჩნდა, რომ ფაქტობრივად, სამხედრო ოპერაციები სტრატეგიული კუთხით 6 საათში დასრულდა. ვნახეთ, როგორ იბრძოლეს ისეთმა „სარდლებმა", როგორებიც იყვნენ ვინმე გიგი კალანდაძე, დავით კეზერაშვილები, გიგი უგულავები, მიხეილ სააკაშვილები და სხვები. ვნახეთ, მიხეილ სააკაშვილმა ომის პერიოდში, გორში როგორ მიატოვა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ბერნარ კუშნერი და როგორ გაიქცა. ესეც საკმარისია დემორალიზაციის მაგალითისთვის. სად იყო გიგი კალანდაძე ამდენი ხანი, რატომ მალავდა ინფორმაციას, თუ ასეთ ფაქტს ჰქონდა ადგილი? როგორც სამხედრო ექსპერტი, გიგი კალანდაძისაგან მოვითხოვ, დაასახელოს, რომელ სტრატეგიულ ობიექტზეა საუბარი? რომელ მართვის ცენტრზეა საუბარი? მით უმეტეს, რომ თურმე რუსებს ამ უცნობი ობიექტის შესახებ ინფორმაცია დიდი ხანია გააჩნიათ. თუ რუსებს დიდი ხანია აქვთ ინფორმაცია, რა საიდუმლო ობიექტია? დაასახელოს გეოგრაფიული მოცემულობა, სად მდებარეობს აღნიშნული ობიექტი? რა მოცულობის ობიექტია? რომელი სახეობის ჯარისთვის იყო განკუთვნილი? რა ისეთი საიდუმლო ობიექტია, რომლის აღმოჩენა თურმე კოსმოსური და საჰაერო დაზვერვის საშუალებებით შეუძლებელია? ადამიანი ასეთ სისულელეებს რომ იტყვის, გენშტაბში რომ ვმუშაობდი, იმ ობიექტზე სამოქალაქო ფორმით დავდიოდიო. ეს ნამდვილი იდიოტიზმია. თუ სამოქალაქო ფორმით დადიოდა გენერალური შტაბის უფროსი სამოქალაქო ობიექტზე, თვითონ გაუშიფრია ის ობიექტი თავისი სულელური ქმედებით. თუ ასეთი ობიექტი არსებობს, მას სჭირდება მეთვალყურეობა. მოწინააღმდეგე აფიქსირებსო. გენერალური შტაბის უფროსი რომ სამოქალაქო ფორმით შედის ობიექტზე, ის ობიექტი ყურადღების ქვეშ უფრო მეტად არ მოექცევა?
კალანდაძემ ჩემს კითხვებს გასცეს პასუხი და შემდეგ შეიძლება ვივარაუდოთ, პოლიტპატიმარმა და გენერალმა ტრისტან წითელაშვილმა სად, რა ვითარებაში, ვითომ როგორ გათქვა საიდუმლო ობიექტი.
პარასკევს თვითონ დავათვალიერე გორთან და მცხეთასთან არსებული ე.წ. თავდაცვითი ზღუდეები, რომლებიც პირდაპირ ჩანს გზიდან და ისეთი არაფერია. მიხეილ სააკაშვილმა ის და კიდევ სხვა ობიექტები 2013 წელს ისედაც გათქვა. ობიექტები მიხეილ სააკაშვილმა ტელევიზიის პირდაპირ ეთერში საკუთარი ხელით საქვეყნოდ მოხაზა და აჩვენა. მან არა მარტო საქართველოს საიდუმლო რუკა აჩვენა საქვეყნოდ, არამედ უკრაინის სამხედრო საიდუმლოებაც გასცა. ამას აკეთებდა არამზადა მიხეილ სააკაშვილი, რომელიც სამხედრო ობიექტებს, სამხედრო კომუნიკაციურ ცენტრებს იოლად აბარებს მტერს (რუსეთს). "ნაციონალები" აქეთ ლანძღავენ იმ სამხედრო ექსპერტებს, რომლებსაც სურთ გამოასწორონ მათი გაფუჭებული საქმე. კალანდაძე და ვინმე ხარშილაძე კოლექტიური რიგითი შვეიკები არიან. მეორე მომენტიცაა - ლევან იზორია კურირებდა ანტიკორუფციულ სააგენტოს, ამიტომ "ნაციონალები" შეშინდნენ. ლევან იზორიას შეეძლო დაევალებინა გამოძიების გაგრძელება, რომელიც უკავშირდება თავდაცვითი ზღუდეების აგებისთვის ტყუილად დახარჯულ მილიონებს. თავის დროზე თავდაცვის სამინისტრომ დაიწყო გამოძიება, როგორ გაიფლანგა 600 მილიონი ლარი ვითომ თავდაცვითი ზღუდეების აგებისთვის, რომელიც იყო სუფთა კორუფციული სქემა. როგორც ჩანს, "ნაციონალებმა" იცოდნენ, ლევან იზორია მინისტრად ინიშნებოდა და პრინციპულად დააყენებდა 600 მილიონის გამოძიების საკითხს, რომელიც რატომღაც შეჩერდა თინა ხიდაშელის მინისტრობის დროს. ეს უფრო იწვევს საინტერესო კითხვებს.
ამ საკითხზე თინა ხიდაშელის პასუხები ძალიან დიდ კითხვებსა და ეჭვებს ბადებს - რატომ არის უნისონში კალანდაძეხარშილაძეებსა და "ნაცმოძრაობის" ლიდერებთან, რატომ უგორებს კოჭს თინა ხიდაშელი "ნაცმოძრაობას". ეს არის საინტერესო. ფაქტობრივად, ეს არის საბოტაჟი. "ნაცმოძრაობა" ცდილობს ააგოროს და შეიარაღებული ძალები ჩაითრიოს პოლიტიკურ თამაშებში. აბსოლუტურად ვიზიარებ ქალბატონ ეკა ბესელიასა და ბატონ გია ვოლსკის გაცხადებას კონსტიტუციური გადატრიალების მცდელობის შესახებ, მაგრამ არა მარტო კონსტიტუციური გადატრიალების, არამედ სამხედრო გადატრიალების მცდელობაც იყო.
შეიძლებოდა აეგორებინათ, თითქოს სამხედრო ხელმძღვანელობა რუსეთზე მუშაობდა, თითქოს ამ პერიოდში რუსებს გადაეცათ რაღაც საიდუმლო (ჩემთვის გაურკვეველი ტიპის) ობიექტებზე ინფორმაცია. მიხეილ სააკაშვილს აწყობდა ეს ე.წ. გენერალი, რათა ის დაემონებინა და გამოეყენებინა თავისი პოლიტიკური მანიპულაციებისათვის. უნდოდათ ჩირქი მოეცხოთ ხელისუფლებისთვის, შესაბამისად, გაცხარებული საარჩევნო კამპანიის ფონზე ვითარება კიდევ უფრო დაეძაბათ სამხედრო კომპონენტების ჩართვით. ბუნებრივია, ეს იყო სამხედრო გადატრიალების მოწყობის მცდელობა", - აცხადებს ვახგტანგ მაისაია.