logo_geo
eng_logo
პენტაგონი მარიუპოლში ქიმიური იარაღის შესაძლო გამოყენებაზე: ამ დროისთვის ვერაფერს დავადასტურებთ და ვითარების ყურადღებით მონიტორინგს გავაგრძელებთ
- +

12 აპრილი. 2022. 11:44

 

 

მარიუპოლში ქიმიური იარაღია გამოყენებას ჯერ ვერ ადასტურებს შეერთებული შტატები. პენტაგონში გაკეთებული განცხადების მიხედვით, თავდაცვის უწყება მომხდარის გამო შეშფოთებას გამოთქვამს და აცხადებს, რომ უმკაცრეს მონიტორინგს განაგრძობს.

 

„გვაქვს ცნობები სოციალური მედიიდან. მათი მტკიცებით, რუსულმა ძალებმა მარიუპოლში პოტენციური ქიმიური საბრძოლო მასალა შეიტანეს. ჩვენ ამ დროისთვის ვერაფერს დავადასტურებთ და ვითარების ყურადღებით მონიტორინგს გავაგრძელებთ. თუ ეს ცნობები სიმართლეა, ღრმად შემაშფოთებელია და ასევე, ასახავს იმ შეშფოთებას, რომელიც გვქონდა უკრაინაში რუსეთის მიერ, პოტენციურად, არეულობის მაკონტროლებელი საშუალებების გამოყენების შესახებ. მათ შორისაა ცრემლსადენი გაზი და შერეული ქიმიური საშუალებები“, - აშშ-ის თავდაცვის უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ჯონ კირბიმ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner