უკრაინის ქალაქ მარიუპოლის მერის განცხადებით, ომის დაწყების შემდეგ, ქალაქში არანაკლებ 10 000 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. ამის შესახებ ვადიმ ბოიჩენკომ სააგენტო Associated Press-თან ისაუბრა.
მისივე თქმით, ქალაქში ამ დრომდე რჩება დაახლოებით 120 000 ადამიანი, რომელთაც საკვები, წყალი და მედიკამენტები სჭირდებათ.
ამასთან, ბოიჩენკო აცხადებს, რომ მიიღო ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, საოკუპაციო ძალებს ცხედრები სავაჭრო ცენტრში გადააქვთ, სადაც მაცივრებია. მან ასევე ისაუბრა მობილურ კრემატორიუმებზე.