სრულად მობილიზებულია როგორც აღმასრულებელი ხელისუფლება, ასევე საკანონმდებლო ორგანო, რათა სწრაფად და დროულად იყოს შევსებული კითხვარი, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, საგარეო ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, მარიამ ლაშხმა „ქრონიკას“ განუცხადა.
„კითხვარი სამი ნაწილისაგან შედგება: პოლიტიკური, ეკონომიკური და ე.წ. აკი, რომელიც რეფორმებისა და სისტემის დაკავშირებულობას განსაზღვრავს ევროპასთან. ჩვენი მხრიდან მზაობა და მზადყოფნა დაფიქსირებულია. სრულად მობილიზებულია როგორც აღმასრულებელი ხელისუფლება, ასევე საკანონმდებლო ორგანო, რათა სწრაფად და დროულად იყოს შევსებული კითხვარი“, - განაცხადა ლაშხმა.
ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე საქართველოს კითხვარი 11 აპრილს გადაეცა.