logo_geo
eng_logo
გერმანია და საქართველო დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლის იუბილეს აღნიშნავEN
- +

12 აპრილი. 2022. 11:52

 

 

„გერმანიასა და საქართველოს ერთმანეთთან დიდი ხნის მეგობრული ურთიერთობის ისტორია აკავშირებს. მიმდინარე წლის 13 აპრილს ვზეიმობთ ჩვენს ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლის იუბილეს“, - ამის შესახებ აღნიშნულია გერმანიის საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

„გერმანია პირველი ქვეყანა იყო, რომელმაც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობები დაამყარა. 1992 წლის 13 აპრილს, გერმანიის მაშინდელი საგარეო საქმეთა მინისტრის ჰანს-დიტრიხ გენშერის თბილისში ვიზიტით საფუძველი ჩაეყარა ჩვენს ქვეყნებს შორის წარმატებულ პარტნიორობას. იმ დღეს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პირველმა ელჩმა საქართველოს სახელმწიფოს მეთაურს რწმუნებათა სიგელი გადასცა. ცოტა ხნის შემდეგ კი თბილისში გერმანიის საელჩო გაიხსნა.

 

2022 წლის 13 აპრილს გერმანიის საელჩო თბილისში და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური ინსტიტუტი ამ იუბილეს აღნიშნავენ პანელური დისკუსიით „30 წელი ჰანს-დიტრიხ გენშერის ვიზიტიდან: გერმანია, საქართველო და ევროპა, როგორც ერთი მთლიანი“. დისკუსიის დროს საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი 1995-2003 წლებში, საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის სტრატეგიული კვლევის ცენტრის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი და თანათავმჯდომარე ირაკლი მენაღარიშვილი და გერმანიის ყოფილი ელჩი, გერმანიის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის ჰანს-დიტრიხ გენშერის ბიუროს ხელმძღვანელი თომას მატუსეკი განიხილავენ გერმანულ-ქართული ურთიერთობების ისტორიასა და აწმყოს.

 

ღონისძიება დაიწყება 18:00 საათზე და პირდაპირ ეთერში გადაიცემა გერმანიის საელჩოს ფეისბუქის გვედზე: https://www.facebook.com/DeutscheBotschaftTiflis/

 

 

გარდა ამისა, თბილისის სატელევიზიო ანძა განათდება გერმანიისა და საქართველოს დროშების ფერებში.

 

იუბილესთან დაკავშირებით გერმანიის საელჩომ გამოსცა თანდართული ბროშურა გერმანულ-ქართული მრავალმხრივი ურთიერთობების შესახებ“, - აცხადებენ საელჩოში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner