logo_geo
eng_logo
ბრიტანეთის სამხედრო დაზვერვის ინფორმაციით, უკრაინის აღმოსავლეთში საბრძოლო მოქმედებები უახლოეს 2-3 კვირაში გაძლიერდება
- +

12 აპრილი. 2022. 11:59

 

 

ბრიტანეთის სამხედრო დაზვერვის ინფორმაციით, უკრაინის აღმოსავლეთში საბრძოლო მოქმედებები უახლოეს 2-3 კვირაში გაძლიერდება. უწყება აღნიშნულ ინფორმაციას „ტვიტერის“ გვერდზე აქვეყნებს.

 

ბრიტანული დაზვერვის ცნობით, ახლა რუსეთის შეტევის სამიზნე ძირითადად დონეცკსა და ლუგანსკში დისლოცირებული უკრაინული პოზიციებია.

 

როგორც ბრიტანეთის სამხედრო დაზვერვაში აცხადებენ, ბრძოლა გრძელდება ნიკოლაევისა და ხერსონის ოლქებშიც. განახლდა რუსი სამხედროების შეტევა კრამატორსკის მიმართულებითაც. მათივე ინფორმაციით, რუსეთის სამხედრო ძალების გადაყვანა ბელარუსიდან უკრაინის აღმოსავლეთით კვლავაც გრძელდება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner