logo_geo
eng_logo
რუსეთში, ბელგოროდის ოლქში აცხადებენ, რომ უკრაინის საზღვართან სარკინიგზო გზა დაზიანდა
- +

12 აპრილი. 2022. 12:00

 

 

„რუსეთში, ბელგოროდის ოლქში, რომელიც ხარკოვის ოლქს ესაზღვრება, უკრაინის საზღვრის სიახლოვეს, სარკინიგზო გზა დაზიანდა“, - ამის შესახებ ინფორმაციას „ტელეგრამის“ საშუალებით ავრცელებს რუსეთის ბელგოროდის ოლქის გუბერნატორი ვიაჩისლავ გლადკოვი.

 

„შებეკინის საქალაქო რაიონში დაზიანებულია სარკინიგზო ხაზები. მსხვერპლი და დაშავებულები არ არიან. ადგილზე მუშაობს ოპერატიული ჯგუფი. მიზეზების შესახებ მოგვიანებით შეგატყობინებთ“, – წერს გუბერნატორი.

 

შებეკინო უკრაინის საზღვრიდან რამდენიმე კილომეტრში მდებარეობს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner