logo_geo
eng_logo
ამირან სალუქვაძე: თქვენ, სააკაშვილის მიერ მართულ კლანს, უკრაინის თემა ხომ მხოლოდ ხელისუფლებისთვის საბრძოლველად გადარდებთ?!
- +

12 აპრილი. 2022. 12:03

 

 

„მოსახლეობის ნაწილის მიერ ხართ არჩეულნი და გინახავენ, რათა გააგრძელოთ მედია და სხვა დივერსიები, სიძულვილის ენა და წარსულის თავზე მოხვევა. ოღონდ მთელ მოსახლეობას ვერ მოახვევთ“, - ამის შესახებ ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში წერს.

 

 

გიცქერით და გისმენთ ვაი-პოლიტიკოსებს და უი-მედიას.

ზოგადად, უწიგნური ყოველთვის დაბოღმილია და დაბოღმილი - ყოველთვის უწიგნური. ჰოდა, თქვენ აიჩიეთ, უწიგნრები ხართ თუ დაბოღმილები.

რა განცხადებებს აკეთებთ?! ზოგი დაბოღმილი პირდაპირ გამოდის მოწოდებებით, საქართველო ევროკავშირს არ იმსახურებსო. ასოცირების შეთანხმებას და უვიზო მიმოსვლას რომ ეწინააღმდეგებოდით, გვახსოვს.

 

 

ევროკავშორის კითხვარს ეს მთავრობა ვერ შეავსებსო, თქვა ვიღაც უწიგნურმა.

ვააა... 2014 წელს ამ ხელისუფლბამ, მავე ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, ასოცირების შეთამება გააფორმა, ვალდებულებები აიღო, დაიწყო ამ ვალდებულებების შესრულება, ოპოზიციის მიერ ქვეყნის მუდმივი რყევის, სამი უზარმაზარი საერთაშორისო კრიზისის პირობებში, ვალდებულებათა 40% ისე შეასრულა, ოპოზიციას არცერთ მათგანზე უმსჯელია და პასუხისმგრბლობა არცერთზე აუღია.

 

 

ჰოდა, ან რა სინდისით საუბრობთ, ან რა კითხვარი იქნება ისეთი, დარჩენილი 60%-ის შესასრულებლად, რომ თქვენი ქილიკის გარეშე ან ვერ შეავვსონ, ან ვერ შეასრულონ?!

თქვენგან რომ მხოლოდ ხელის შეშლას ელოდება ერი და არა ამ პროცესში ჩართულობას, ეჭვი ცოტა ვინმეს თუ ეპარება. თქვენი დახმარების კი არა, თქვენი ღია ხელშეშლის მიუხედავად, ზუსტად ნაკისრი ვალდებულებების შესრულების და გატარებული რეფორმების შუალედური შედეგები იყო ევროპასთან უვიზო მიმოსვლა და თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობების გაფორმება.

 

 

კიდევ ერთი თემა, რაზეც მთელი დღე ქილიკობთ, უკრაინის ომია.

რამდენად ამორალური უნდა იყო, რომ ვინმეს, .. ხელისუფლებას, ამ ომში რუსეთის გულშემატკივრობა დააბრალო?! ალბათ, საკუთარი განწყობებით ზომავენ სხვას. თქვენ ოცნებობთ მოიგოს რუსეთმა და შემდეგ აქეთ მოტრიალდეს.

რაც შეეხება უკრაინაში ჩასვლის თემას. გადაწყვეტენ, თქვენი ქილიკის გარეშე, ჩავიდეს თუ არა საპარლამენტო დელეგაცია.

 

 

თქვენ, სააკაშვილის მიერ მართულ კლანს, უკრაინის თემა ხომ მხოლოდ ხელისუფლებისთვის საბრძოლველად გადარდებთ?!

ბევრს მიაღწიეთ უკრაინა-საქართველოს ურთიერთობების გასაფუჭებლად, მაგრამ ყველაფერი გაირკვევა. თქვენს გეგმებს არ უწერია აღსრულება.

უკრაინის უბედურების ხარჯზე, საკუთარ ბედნიერებას ვერ მოიწყობთ და ხელისუფლებაში ვერ დაბრუნდებით.

 

 

რაც შეეხება მმართველი გუნდის განცხადებებს უკრაინის მთავრობის მიერ ელჩის მოხსნის და შემდეგ ცილისწამების გახმოვანებასთან დაკავშირებით, ესაა პრინციპული და ღირსების საკითხი. უკრაინამ დაშვებული შეცდომები უნდა გამოასწოროს. რა ფორმით მოხდება ამ შეცდომის გამოსწორება, თავად შეარჩიონ.

 

 

ვიმეორებ, ჩემთვისაც, როგორც მოქალაქისთვის, ორივე საკითხი პრინციპულია: ელჩი უნდა დაინიშნოს და რაღაც ფორმით, ცილისწამების განეიტრალება უნდა მოხდეს. ეს იქნება მეგობრობის დადასტურება და არა წარსულის დაყვედრება, რომელ საკითხზეც ვცდილობდი კომენტარი არ გამეკეთებინა, თუმცა, თუ ასე გაგრძელდა, მომიწევს.

ჩვენი ქვეყანა და ხალხი რომ ყოველთვის სწორ მხარესაა და მაღალი მორალური სტანდარტებით გამოირჩევა, ის ფაქტი მეტყველებს, რომ 191 ქვეყნიდან, ამ ეკონომიკურად ღარიბმა, მაგრამ სულით მდიდარმა ხახმა, პირველი ადგილი დაიკავა.

ამ მოსახლეობის შეუფერებელ .. პოლიტიკოსებს შეუძლიათ გააგრძელონ მავნებლობა. მოსახლეობის ნაწილის მიერ ხართ არჩეულნი და გინახავენ, რათა გააგრძელოთ მედია და სხვა დივერსიები, სიძულვილის ენა და წარსულის თავზე მოხვევა. ოღონდ მთელ მოსახლეობას ვერ მოახვევთ, - წერს ამირან სალუქვაძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner