logo_geo
eng_logo
ზურაბ ზურაბიშვილი: თბილისის რამდენიმე უბანში საბაგირო ხაზის განვითარება იგეგმება
- +

10 აგვისტო. 2016. 17:47



თბილისის სატრანსპორტო კომპანიის საბაგირო სამსახურის უფროსმა ზურაბ ზურაბიშვილმა გადაცემაში „ბიზნესკონტრაქტი" განაცხადა, რომ თბილისის რამდენიმე უბანში საბაგირო ხაზის განვითარება იგეგმება. საბაგირო ხაზი შესაძლოა ვაჟა-ფშაველადან წყნეთამდე და რკინიგზის სადგურიდან თბილისის ზღვის მიმართულებით მოეწყოს.


„რამდენიმე სავარაუდო პროექტი შემუშავებულია. სავარაუდოდ, ვაჟა-ვშაველას ბოლოდან, ახალი მეტროსადგურიდან, ვვარაუდობთ წყნეთში საბაგირო გზის გაყვანას.

 

ასევე, რკინიგზის სადგურიდან თბილისის ზღვის მიმართულებით, სადაც მომავალში ზოოპარკი გადავა. ეს არის მონახაზი, თუ სად შეიძლება რომ სავარაუდოდ პროექტირებაზე გამოცხადდეს შესაბამისი ტენდერი", - განაცხადა ზურაბიშვილმა.

 

წყარო http://businesscontact.ge/


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner