ოზურგეთის უბან ანასეულში საგზაო ინფრასტრუქტურის განახლება დაიწყო.
„საზოგადოებას დავპირდით და ვასრულებთ პირობას - დავიწყეთ საგზაო ინფრასტრუქტურის სრული განახლება ოზურგეთის ულამაზეს უბანში, ანასეულში.
მეცნიერების ქუჩაზე საავტომობილო გზის რეაბილიტაციას 4 თვეში დავასრულებთ. დღეს მიმდინარე სამუშაოები დავათვალიერეთ, რომელსაც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან ერთად ვახორციელებთ. პროექტის ბიუჯეტი 970 000 ლარს შეადგენს.
გარდა გზების რეაბილიტაციისა, აქ წლების განმავლობაში, ერთ-ერთ მთავარ პრობლემას წყლით მომარაგება წარმოადგენდა, რომელიც დღეს უკვე მოგვარებულია და ანასეულის მოსახლეობა უწყვეტი წყალმომარაგებით სარგებლობს“, - აღნიშნა, ოზურგეთის მერმა ავთანდილ თალაკვაძემ.