logo_geo
eng_logo
კასპში ჯავახიშვილის ქუჩაზე ასფალტის მეორე ფენის დაგების სამუშაოები მიმდინარეობს
- +

12 აპრილი. 2022. 14:20

 

 

კასპის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ და პირველმა  მოადგილემ დავით ქისიშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარე შოთა ბეგლარაშვილთან და პირველ მოადგილე თამაზ ტატანაშვილთან ერთად, ქალაქში ჯავახიშვილის ქუჩაზე ასფალტის მეორე ფენის დაგების სამუშაოები ადგილზე დაათვალიერეს.

 

ასფალტის დაგებამდე ქუჩაზე,  რომლის სიგრძე 558 გრძივი მეტრია მოეწყო რკინა ბეტონის კიუვეტები და გადასასვლელები. 

 

ქუჩის რეაბილიტაციის სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან 367 632 ლარით დაფინანსდა. 

 

ქუჩის რეაბილიტაციას ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული შპს „შარა“ ახორციელებს.

 

მალე ჯავახიშვილის ქუჩის მცხოვრებლები  კეთილმოწყობილი ქუჩით შეძლებენ გადაადგილებას.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner